ჩვენს შესახებ

ჩვენ გვიყვარს კარგი საკვები და მისი მომზადებისას, არანაირ კომპრომისზე არ მივდივართ. მხოლოდ ხარისხიანი,სახლში დამზადებული პროდუქტები. Lui Coffee-ს სამზარეულოში არასდროს არ გაჩნდება მარგარინი, ხელოვნური დანამატები და საღებავები. რა შეიძლება იყოს ბებიის ოქროს რეცეპტებზე უკეთესი? ჩვენი ნაპოლეონი ყველა წესის დაცვით და Lui Coffee-ს პიკანტურობით ცხვება, ხოლო ვაშლებს ღვეზელისთვის, ჩვენი ბაღიდან ვკრეფთ.

ჩვენ გვინდოდა თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის შეგვექმნა ცოცხალი და მყუდრო სივრცე. ასევე გვაქვს სათამაშო კუთხე, რომ მშობლებმა, ბოლოს და ბოლოს, შეძლონ ამოსუნთქვა და დასვენება. პატარა კონცერტები და მასტერ-კლასებიც ტარდება, რომ იყოს არამარტო გემრიელი, არამედ შემეცნებითიც. და რა თქმა უნდა, მენიუ, რომესაც გამუდმებით ვაფართოებთ. ვარჩევთ საუკეთესო კერძებს, ვტესტავთ და ვუზიარებთ ჩვენს მომხმარებლებს. ჩვენ მხარს ვუჭრთ გემრიელ და სახლში დამზადებულ საჭმელს, მოდუნებულ ატმოსფეროს და ყურადღებიან მომსახურებას.
დარწმუნებულნი ვართ, თქვენც ასევე!

ჩვენი უპირატესობები:

ბუნებრივი
ინგრედიენტები

კერძების
მრავალფეროვნება

ატმოსფერო
და მომსახურება

0
გადახდა
X